უზბეკური “ბუდინკორი” “ბარსელონაში” იმყოფება და ესპანეთის ჩემპიონატის ლიდერის ბაზაზე ატარებს დროს. ამით ისრაგებლა უზბეკური გუნდის ყველაზე ცნობილმა ფეხბურთელმა, რივალდომ და “ბარსას” პირველი გუნდის დილის ვარჯიშზე მივიდა.
რივალდომ მოინახულა ფეხბურთელები, რომლებთან ერთადაც თამაშობდა “ბარსელონაში”. ასევე ისინიც, რომლებიც კარიერის სხვა ეტაპზებზე შეხვედრიან. მათ შორის იყო პუიოლი, რომელთან ერთადაც რივალდომ სამი წლის განმავლობაში ითამაშა. აგრეთვე ხავი, რომლის თანაგუნდელიც რივალდო 1998–99 სეზონიდან 2001–02 სეზონის ჩათვლით იყო.