სამშაბათი, 14.05.2024, 12:52
მოგესალმები მოხალისე | რეგისტრაცია | შესვლა

aLL 4yOU !!! ;)

შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
თამაშები [51]
პროგრამები [49]
ფილმები [20]
ქართული ფილმები [3]
ფილმები ქართულად [4]
სერიალები [7]
კლიპები [19]
სიმღერები [42]
სურათები [27]
სპორტი და ავტო [70]
ვიდეო [9]
ცნობილი ადამიანების ბიოგრაფიები [12]
ისტორიული მოვლენები და ბრძოლები [4]
Counter Strike [13]
მობილურებისთვის [7]
3D Screensavers [6]
ტრაილერები [4]
სტატიები [5]
პოეზია [3]
საყურებელი ლინკი [3]
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2009  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
რომელ გუნდსს აქვს ლიგის მოგების რეალური შანსი?
სულ პასუხი: 253
მინი-ჩეთი
300
საიტის მეგობრები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
მთავარი » 2009 » იანვარი » 28 » დიდგორი 1121
03:12
დიდგორი 1121

                      დიდგორის ბრძოლა 1121

დიდგორის ბრძოლა (1121 წლის 12 აგვისტო) ქართული მხედრობის უდიდესი გამარჯვებაა. ძლევაჲ საკვირველი, ასე უწოდებს ამ ბრძოლას მემატიანე , დიდგორის ველზე (თბილისის მახლობლად) გაიმართა და მაჰმადიანთა გაერთიანებული ლაშქრის სრული განადგურებით დასრულდა.

XI-XII საუკუნეების მიჯნაზე ქართველთა წმინდა მეფის დავით აღმაშენებლის მიერ გატარებულმა გაბედულმა პოლიტიკამ თანდათან თურქ-სელჩუკებისაგან გამოიხსნა დარბეული, გაპარტახებული ქვეყანა: 1099 წელს დავით IV-მ ხარკი შეუწყვიტა სულთანს, შემდეგ შეუდგა ქართული მიწა-წყლის სრული გაერთიანებისათვის ბრძოლას, აიღო ზედაზენი, შემოიერთა კახეთ-ჰერეთი, სამშვილდე, გიში, რუსთავი, ლორე. დამპყრობელთა ხელში თბილისი და დმანისი რჩებოდა.

ჩრდილოეთში, საქართველოს სახით, ახალი სამხედრო და პოლიტიკური ძალის აღზევება, მაშინ როდესაც დასავლეთით ახლად შექმნილ ჯვაროსნულ სახელმწიფოებთან განუწყვეტელი ომი მიმდინარეობდა, მეტად სახიფათო იყო თურქ-სელჩუკებისათვის. საინტერესოა, რომ ამ დროს მცირე აზიაში ძალთა მყიფე თანაფარდობა სუფევდა, რადგან არც მუსლიმანებს, არც ჯვაროსნებს შორის ერთობა, ერთიანი ხელმძღვანელობა არ არსებობდა. მაგრამ, როდესაც სხვადასხვა სელჩუკ და არაბებს სახელმწიფოებს შორის გაერთიანება შედგა, მისი პირველი დარტყმა საქართველოს წინააგმდეგ მიიმართა. როგორც ჩანს სულთან მაჰმუდ II-სა და მის მოკავშირეებს სურდათ სწრაფი იერიშით დაემარცხებინათ, გაენადგურებინათ დავით IV, რათა ჩრდილოეთიდან დაცულებს შეერთებული ძალები ჯვაროსნების წინააღმდეგ მიემართათ.
სელჩუკებს ართუკიდ ნაჯმ ად-დინ ილღაზი სარდლობდა, რომელსაც დიდი სახელი ჰქონდა მოპოვებული ჯვაროსნებთან ბრძოლებში.

მაჰმადიანთა ლაშქრის რაოდენობა სხვადასხვა ცნობების მიხედვით მერყეობს 100-150 ათასიდან (არაბული, სპარსული და თურქული წყაროების თანახმად) 600-800 ათასამდე (ქართული, ევროპული და სომხური წყაროების თანახმად).

მოკავშირეთა დარტყმა სწრაფი, გადამწყვეტი, თავზარდამცემი უნდა ყოფილიყო. სწორედ ამიტომ შეკრიბეს საუკეთესო ცხენოსანი მეომრები ეგვიპტედან კავკასიამდე. თურქული კავალერია იმ დროის განთქმული სამხედრო ძალა იყო.

დავით IV-ის განკრგულებაში 56 ათასი მეომარი იყო. ამათგან 40 ათასი ქართველი, 15 ათასი ყივჩაყი, 500 ოსი და 300 ”ფრანგია” (ევროპელი).

როგორც ჩანს ბრძოლა ქართველთა მიერ დაგეგმილ ადგილას მოხდა, ვინაიდან სამეფო ლაშქრის პოზიციები წინასწარ იყო გამაგრებული. ლაშქრის ძირითად ნაწილს, რომელსაც პირველი ბრძოლა უნდა მიეღო, დავითი სარდლობდა, დანარჩენი ნაწილი დავითის ვაჟის დემეტრეს სარდლობით მთას იყო ამოფარებული და იქიდან მოულოდნელად უნდა დაერტყა მტრისთვის. ბრძოლის დაწყების წინ ქართველთა მხრიდან 200 მხედარი მტრის ბანაკისაკენ გაემართა; მაჰმადიანებს ისინი მოღალატენი ეგონათ და თავის ბანაკში შეუშვეს, სადაც მათ მოულოდნელი იერიში მიიტანეს მტერზე. კოალიციური ლაშქრის საბრძოლო წყობა დაირღვა.

ამ დროს ქართველთა ლაშქარმა მტერს ორი მხრიდან შეუტია - დასავლეთიდან დავითი, ხოლო დიდგორის მთიდან დემეტრე გადავიდა შეტევაზე. ქართველი რაინდები და მათი თანამებრძოლები წინა აზიის საუკეთესო მხედრობას შეებნენ.

უაღრესად სისხლისმღვრელი შეტაკება მხოლოდ სამ საათს გაგრძელდა. ილღაზის ლაშქარი სასტიკად დამარცხდა და უკუიქცა. ამით ბრძოლა არ დასრულებულა. დამარცხებულებს თბილისისა თუ დმანისისათვის თავის შეფარებისა და ძალების აღდგენის საშუალება არ მისცეს. დევნა 8 დღეს გაგრძელდა...

საქართველოში ლაშქრობამ მაჰმადიანთა მხედრობის 90% შეიწირა. დაჭრილმა ილღაზიმ, რამდენიმე სარდალსა და ოციოდე მხედართან ერთად, გაქცევა მოახერხა.
დიდგორის ბრძოლას უდიდესი პოლიტიკური და სამხედრო მნიშვნელობა ჰქონდა: ერთის მხრივ მაჰმადიანთა მძლავრი კოალიცია დაირღვა, მისი ლაშქარი კი პირწმინდად განადგურდა. მეორეს მხრივ გაოცებულ თანამედროვეებს საქართველო წარუდგა, როგორც რეგიონის ერთ-ერთი უძლიერესი სახელმწიფო.

ამ გამარჯვებამ შესაძლებელი გახადა ქვეყნის საბოლოო გათავისუფლება (1122 წელს თბილისი, 1123 წელს კი დმანისი სამეფოს შეუერთდნენ) და დასაბამი მისცა ოქროს ხანას საქართველოს ისტორიაში.

ნიშანდობლივია, რომ კიდევ ასი წლის განმავლობაში საქართველო არც ერთ მნიშვნელოვან ბრძოლას არ წააგებს.
დიდგორის ბრძოლაში დავით აღმაშნებელმა 40 000 ყივჩაყიდან, მხოლოდ 15 000 გამოიყვანა.

არის ვერსია რომ დიდგორის ბრძოლაშჳ ქართველებს 200 ჯვაროსანი ეხმარებოდა

კატეგორია: ისტორიული მოვლენები და ბრძოლები | ნანახია: 1262 | დაამატა: allstar | რეიტინგი: 3.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]