ეს ზაფხული მადრიდში ძალზედ ცხელი იქნება, უკვე უამრავი ხმა დადის რეალის მომავალი მწვრთნელის და ტრანსფერების შესახებ. ერთ-ერთი რეალური კანდიდატი მწვრთნელობისა არის პორტუგალიელი ჟოზე მოურინიო. მას ევროპის სამ უმაღლეს ლიგაში აქვს ნამოღვაწარი, პერესისათვის კი სწორედ ასეთი კვალიპიცირებული მწვრთნელია საჭირო, 46-ი წლის პორტუგალიელი ჯერ უარზე დგას, მაგრამ თუ მისი 5 მოთხოვნა შესრულდება, იგი მზად არის მადრიდში გადაბარგდეს.
მისი მოთხოვნებია:
1. მას მმართველობაში არავინ უნდა ჩაერიოს, იგი მხოლოდ და მხოლოდ ერთ პერსონას გაუწევს ანგარიშს და ეს მადრიდის რეალის პრეზიდენტი იქნება.
2. მაურინიო თუ გადმოვა რეალში მას უნდა მოყვეს სამი მწვრთნელი: ფიტნესის, მეკარის და მისი თანაშემწე.
3. მისი მოთხოვნაა რომ ხელფასი ყოველწლიურად 7 მილიონს შეადგენდეს, იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე ფეხბურთელს მოურინიოზე მაღალი ანაზღაურება ექნება მასაც გაეზარდოს.
4. მისი სურვილია რომ მადრიდის რეალის ფეხბურთელთა რიცხვი 23-ს არ აღემატებოდეს.
5. მოურინიო რეალში იმ შემთხვევაში გადმოვა თუ გუნდი შეიძენს, ხაბი ალონსოს, რონალდუს და იბრაგიმოვიჩს.