გერმანულმა საავტომობილო ჟურნალმა Autozeitung.de-მ სრულამძრავიანი მანქანების შედარებითი ანალიზი ჩაატარა. ამ ტესტისთვის შეირჩა 10 მოდელი, რომლებიც რბოლაში წყვილ-წყვილად მონაწილეობდნენ. გამოცდა ავსტრიაში ცილერტალის თოვლიან ველებზე ჩატარდა. ყოველ მანქანას თოვლზე სამი სატესტო დავალება უნდა შეესრულებინა: აღმართის დაძლევა, დამუხრუჭება და ტრეკის სწრაფი გავლა. უღელტეხილის გავლა გამოავლენდა მანქანის მიერ აღმართების დაძლევის შესაძლებლობას, ხოლო 50 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობის დროს სამუხრუჭე მანძილი გვაჩვენებდა, რომელი მანქანითაა უფრო უსაფრთხო დაღმართზე მოძრაობა. მთავარი გამოცდა- ტრეკზე რბოლა: 4 კილომეტრიანი დისტანციის დაფარვა ვიწრო და ფართე მოსახვევებით. ყველა ავტომობილი აღჭურვილი იყო ერთნაირი ზამთრის საბურავებით. როგორც შედეგებმა აჩვენა,იაპონურმა Subaru Impreza WRX STI-მ და Mitsubishi Lancer Evo Х-მა საგრძნობლად დაჯაბნეს ისეთი ცნობილი გერმანული სრულამძრავიანი მანქანები როგორიცაა Porsche 911, Audi R8 და BMW X3 .
შედეგები: (მოცემულია ავტომობილის მოდელი და მის მიერ დისტანციის დაფარვის დრო)
Subaru Impreza WRX STI 1:02,1
Mitsubishi Lancer EVO 1:03,9 Audi A4 3.2 FSI quattro, 1:07,8 Saab 9-3 2.8 V6 T XWD, 1:08,9 Mercedes ML 420 CDI, 1:09,5 Porsche 911 Carrera 4S, 1:10,5 Range Rover Sport TDV8, 1:11,5 Volkswagen Tiguan 2.0 TSI, 1:13,0 BMW X3 xDRIVE 25i, 1:13,4 Audi R8 4.2 FSI quattro, 1:16,1
|