სამშაბათი, 14.05.2024, 09:28
მოგესალმები მოხალისე | რეგისტრაცია | შესვლა

aLL 4yOU !!! ;)

შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
თამაშები [51]
პროგრამები [49]
ფილმები [20]
ქართული ფილმები [3]
ფილმები ქართულად [4]
სერიალები [7]
კლიპები [19]
სიმღერები [42]
სურათები [27]
სპორტი და ავტო [70]
ვიდეო [9]
ცნობილი ადამიანების ბიოგრაფიები [12]
ისტორიული მოვლენები და ბრძოლები [4]
Counter Strike [13]
მობილურებისთვის [7]
3D Screensavers [6]
ტრაილერები [4]
სტატიები [5]
პოეზია [3]
საყურებელი ლინკი [3]
ძებნა
კალენდარი
«  ივნისი 2009  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
რომელ გუნდსს აქვს ლიგის მოგების რეალური შანსი?
სულ პასუხი: 253
მინი-ჩეთი
300
საიტის მეგობრები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
მთავარი » 2009 » ივნისი » 20 » Subaru Forester 2.5 Turbo
16:04
Subaru Forester 2.5 Turbo
           1

თანამედროვე კროსოვერების უმრავლესობა ქალებზეა გათვლილი. Subaru Forester 2.5 Turbo კი აქტიური ტარების შედეგად მიღებული აღტაცებისთვის შეიქმნა. სატესტო Forester -ი პირდაპირ ავტოსალონის ვიტრინიდან ჩამოიყვანეს. საგულდაგულოდ გაპრიალებული მანქანის საბურავებს ავტოკოსმეტიკის წყალობით შავი ტყავის ელფერი მიეღოთ. მაგრამ ამ მანქანის ბედი უკვე გადაწყვეტილი იყო, ის მსგავსი სტატიების რამოდენიმე ავტორის ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად გაწირეს.

 რა თქმა უნდა წინასწარ ცნობილი იყო, რომ ქალაქგარეთ, გრუნტის გზებზე ხტუნვის შემდეგ სუსტი, ფრაგმენტული კარტერის დამცავის 5-6 დაზიანებას მიიღებდა, ტყეებში ხეტიალისგან ძარას ორმოცდაათიოდე ნაკაწრით დაამშვენებდა და მისი სხმული დისკების მთელი ხიბლი, კი ასფალტის ორმოების მსხვერპლი გახდებოდა. შემდეგ მას ჩამოწერდნენ და დიდი ხნის Subaru -ს ახალ მოდელზე მეოცნებე, მაგრამ საჭირო თანხის არმქონე შემთხვევით გამვლელს მიყიდიდნენ ფასდკლებით.

Forester -ი ერთერთი იშვიათო კროსოვერია, რომლის ტესტ-დრაივის დროს საავტომობილო სიამოვნებების სრულ პაკეტს ღებულობ და ის არც ისე ძვირი ღირს. . Porsche Cayenne GTS 100 კმ/სთ სიჩქარეს 6.5.სამში აღწევს, Subaru მას 1,4 წამით ჩამორჩება მაგრამ იმდენად დიდ ბავშვურ აღტაცებას იწვევს, რაც არცერთ პრემიუმ კლასის კროსოვერს არ აქვს თადარიგში. ამასთან ის $100000-ით იაფია. ასეთი სარგებლის გათვალისწინებით ნამდვილი ავტომოყვარული კარგ ხალიჩებზე, ლუქზე და საფერფლის არომატიზატორებზე ეკონომიას არ გააკეთებს.
2

3

4

ელექტრონიკა ცელქობს

როცა ამ ტესტის ძირითადი აზრი გამოთქმულია, შეიძლება დეტალებსაც ჩავუღრმავდეთ.
ამ მანქანის ყველაზე გამორჩეული კრიტერიუმები მისი დაკიდების ენერგოტევადობა და მოცურების საწინააღმდეგო ელექტრონიკაა.
დაკიდებამ ღირსეულად დაძლია ტესტი, როგორც სოფლის ორმოებიან და ქვებიან გზებზე ისევე “მწოლიარე პოლიციელების” გადავლისას. სამწუხაროდ ასე კარგად არ არის საქმე ელექტრონული დამხმარეების ალგორითმის კუთხით. დიაგონალურად დაკიდების  დროს უბრალოდ სატერფულის დაჭერის შედეგად ეფექტით ვერ დატკბებით. მოგიწევთ აქსელერატორით თამაში - ხან წამიერად აშვება ხან დიდი ხნით მაგრად ჩაჭერა. ღრმა თოვლში ეს შეიძლება სტიქიასთან უთანასწორო ბრძოლაში გადაიზარდოს.
 
 

ქალაქგარეთ გასეირნებიდან დაბრუნებისას კვლავ ვეფლობით იმ აზარტულ დინამიკაში, რომელსაც Forester -ი გვჩუქნის. მკვრივი საჭე, ინფორმატიული მუხრუჭები, სპორტული , ამავე დროს კომფორტული სიმაღლე, რომ არა ერთ პატარა ნიუანსი, რომელიც მძღოლს აიძულებს უსორმასწორი ასფალტიანი გზის მოსახვევებში ზედმეტად გამოიდოს თავი. რათა ყველასათვის ესიამოვნებინა, Subaru -მ დაკიდება გაშალა და ის 230 ცხ.ძ სიმძლავრის ძრავს მიუერთა. სწორ გზასა და კარგ საფარზე ეს კონსტრუქცია შესანიშნავად დადის, საკურსო მდგრადობაც და მართვადობაც კარგია. მაგრამ საკმარისია მოსახვევში თვლები უსწორმასწორო ზედაპირზე მოხვდეს, რომ მანქანის უკანა ნაწილი მაღლა ავარდნას და რტაექტორიიდან გასვალს იწყებს. თუმცა ამ მარკის ფანატებმა იციან პასუხი: გინდა სწრაფი სიარული-იყიდე Impreza .
ქვევიდან დათვალიერებისას სხვა ნაკლოვანებებიც გამოჩნდა. ცხადი გახდა, რომ ზოგიერთი აგრეგატის დაუცველობა ან სუსტი დაცვა უგზოობისას შეიძლება მათი დაზიანების მიზეზი გახდეს, ესენია წინა და უკანა რედუქტორები, ასევე ძრავისა და გადაცემათა კოლოფის კარტერები. ქარხნული პლასტმასის ბამპერი შეიძლება დაზიანდეს ჭუჭყისა და ტალახისგან. რეკომენდაცია: ოფროუდისთვის სასურველია რბილი გრუნტი, ქვებსა და მორებზე მოძრაობა მხოლოდ ნელი სვლითაა უსაფრთხო, ბორცვებზე ხტუნვაც არაა სასურველი. ექსტრიმის მოყვარულებს ტუნინგით მოუწევთ ჟინის დაკნაყოფილება. 225 მილიმეტრიანი კლირენსი ბევრის საშუალებას იძლევა.
Subaru -ს გეომეტრიული გამავლობა მწარმოებლის მიერ საგულდაგულოდაა გასაიდუმლოვებული. დაბრკოლებებზე შესვლა/გამოსვლის კუთხეები, ისევე როგორც შესაძლო დასაძლევი ორმოს სიღრმე არ ქვეყნდება. თვალის ზომით შეიძლება ითქვას, რომ მისი გეომეტრია დაახლოვებით ისეთივეა როგორც Mitsubishi Outlander XL-ისა, უარესია Тоyота RAV4-საზე და ჯობნის Mazda CX7-სას.

11

12

13

ცოტა პრაქტიკულობაზე. 450 ლ მოცულობის საბარგული პატარა ჩანს თუმცა ნუ დაგვავიწყდება, რომ მასში სრულფასოვანი სათადარიგო თვალია დამალული. სამაგიეროდ საკმარისი სივრცეა მგზავრებისთვის. 965 მმ უკანა სავარძელზე მსხდომი მგზავრების ფეხებისთვის, მაქსიმალური მანძილია ამ კლასის ავტომობილებში, რითაც Subaru დამსახურებულად იწონებს თავს. იმის გათვალისწინებით, რომ ავტომობილთა კლასებს შორის საზღვრები დღესდღეობით საკმაოდ ბუნდოვანია, Subaru -ში შეიმჩნევა საგრძნობი გადაჭარბება.
ხილვადობა კიდევ ერთი თვისებაა რისთვისაც Forester -ი ქებას იმსახურებს. ფირმის ინჟინრებმა სპესიალურად დაწიეს საბარგო ნაკვეთურის კარის კიდე, რათა მძღოლს უშუალოდ მანქანის უკან მდგომი 1 მეტრი სიმაღლის ბავშვის დანახვაც კი შეეძლოს. მათ ალბათ პარკინგ კონტროლი გამორჩათ მხედველობიდან…………

კატეგორია: სპორტი და ავტო | ნანახია: 1161 | დაამატა: rezi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]