ამ ორი მოდელის დაყენება ტესტ- დრაივზე მათმა მსგავსმა მახასიათებლებმა განაპირობა, ერთნაირი მოცულობის ძრავები, ანალოგიური ტიპის სრული ამძრავი და მსგავსი ფასი. სასტარტო პირობები თანაბარია. დავიწყოთ!
უცნაური ცვლილებები
ტესტის მეტოქეებს კიდევ ერთი რამ აერთიანებს. ორივე თანამედროვე მარკეტინგული ფანდების მსხვერპლია. X-Trail-ი მომცრო Qashqai-ს ბაზაზე დგას, რაც ადვილი შესამჩნევია პატარა ბაზისა და თვლების გამო. სხვანაირად არც შეიძლებოდა Nissan-Renault -ის ალიანსის მთავარი მიზანი ხომ ხარჯების შემცირებაა. ახალი Subaru Forester კი ძველი მეტყევისგან გამოძერწეს, მაგრამ იმის მაგივრად, რომ შეენარჩუნებინათ მომხმარებლისთვის უკვე საყვარელი ნაკვთები, ისინი დიდი მონდომებით საერთოდ გააქრეს. თუმცა ვერსია 2.5 Turbo სულ სხვაგვარად იქცევა: დაკიდება, მუხრუჭები, მართვა - მასში აღფრთოვანებას იწვევს. ატმოსფერული Forester 2.5 მასთან შედარებით, საშუალო მომხმარებელზე გათვლილი ჯართის გროვაა.
X-Trail-ი შედარებით შერბილებული Qashqai-ს თვისებებს ამჟღავნებს, იგი ვერსად გაექცევა იმ ფაქტს, რომ უზარმაზარი ძარა დევს პატარა თვლების ბაზაზე. Forester-ი კი სპორტულ უნივერსალს გავს, რომელსაც თითქოს დაკიდების ნაჩქარევი, ძვირადღირებული “გლამურიზაცია” ჩაუტარეს: მთლიანობაში რბილად დადის თუმცა “მწოლიარე პოლიციელის” გადავლისას უკანა ნაწილს ძლიერად აგდებს ზევით.
Nissan X-Trail 2.5 .
Subaru Forester 2.5 .
დავქოქოთ!
რომელი მანქანით უფრო საშიშია სწრაფი სიარული? რა თქმა უნდა Nissan -ით, რომელშიც შერწყმულია სიმძიმის მაღალი ცენტრი, მოკლე ბაზა და ავტომობილის (77 კგ-ით) დიდი მასა. მიუხედავად ამისა, მოსახვევებში ორივე ავტომობილი თითქმის ერთნაირად იხრება. Subaru -ს დახრა აღიქმება უფრო მსუბუქად, ხოლო X-Trail -ს ძარა დახრისას ინერციის ძალით გამოწვეული დისკომფორტის სრულად აღქმას გვაიძულებს. პატარა ორმოებისა და ბორცვების გავლისას, X-Trail-ი გზის საფარის ყველა დეფექტს პატიობს, თუმცა მისი თვლები ღრმულებში Forester-ზე უფრო მძიმედ ურტყავს.
Nissan X-Trail 2.5 .
Subaru Forester 2.5 .
ასფალტზე გასეირნება მხიარული სტარტით დასრულდა: ფინიშზე Nissan-მა Subaru -ს მეოთხედი კორპუსით გაუსწრო. რომელიმე მანქანის უპირატესბა, როგორც სპრტულ, ასევე ჩვეულებრივ რეჟიმში, განაპირობა ადამიანურმა ფაქტორმა. ეს იაპონური კროსოვერები ერთნაირად სწრაფები აღმოჩდნენ.
პაექრობა არ დასრულებულა. შემდეგი ეტაპი უგზოობაა. წინასწარ განისაზღვრა მანქანების რთულ პირობებში მოძრაობისთვის მზადყოფნის დონე. ქარხნული საბურავები ორივე ავტომობილს უნივერსალური (ზამთარი\ზაფხული) აღმოაჩნდა. ძრავის ნაკვეთურის დაცვაც მეტოქეებს არასერიოზული აქვთ. რაც შეეხება გეომეტრიულ გამავლობას, ანუ სივრცეს წინა და უკანა ბამპერების ქვეშ, უპირატესობის გამოკვეთა საველე პირობებში შეუძლებელი აღმოჩნდა, რამეთუ Subaru, Nissan -სგან განსხვავებით Forester -ის დაბრკოლებაზე შესვლისა და დაბრკოლებიდან ჩამოსვლის კუთხეების სიდიდეებს არ აღწერს მონაცემებში.
Nissan X-Trail 2.5 და Subaru Forester 2.5 .
არსებობს განსხვავება ტრანსმისიაში. მთლიანობაში ისინი მსგავსი ალგორითმით მუშაობენ, რთავენ უკანა ღერძს წინას მოცურების დროს, მაგრამ Nissan -ს აქვს ვარიატორი ვირტუალური საფეხურებით, Subaru-ს კი, ოთხსაფეხურიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფი. X-Trail აღჭურვილია 4×4 რეჟიმის დისკური ბლოკირებით, Forester კი არა. როგორც გამოცდილება გვიჩვენებს, ბლოკირება თანამედროვე მრავალდისკიან ჩამჭერებში უფრო სარეკლამო სვლაა და დიდწილად ჩამჭერის გადახურების გარდა არანაირ შედეგს არ იძლევა. Subaru -ს ერთადერთი უგზოობის ღილაკი აქვს, ESP -ს გამორთვა. თუმცა უსწორმასწორო გზისთვის ის უსარგებლო აღმოჩნდა. მანქანები მეტრიან ბორცვებს მიუახლოვდნენ, სადაც შესაძლებელია სათითაოდ თვლების გამოკიდება და ელექტრონული დამხმარე საშუალებების შემოწმება. აქ პაექრობა გამწვავდა. მოძრაობა თუ უსუსურად სრიალი ერთ ადგილზე. ორივე ავტომობილს მოუწია ამ დილემასთან ჭიდილი. თუმცა აქაც ადამიანურ ფაქტორამდე (ტარების სტილი და სხვა მცირე ნიუანსები) მივიდა საქმე. მანქანებიდან არცერთი აღმოჩნდა ის, რომელზეც პრიმიტუილი სატერფულების დაჭერით ხდება ასეთი პრობლემების გადაჭრა. აქ საჭიროა ყურადღებით დააკვირდე და შეიგრძნო როგორ რეაგირებს ჩამჭერი აქსელერატორის გახსნის სიდიდეზე, როგორ ითვლის ელექტრონიკა საჭის მობრუნების კუთხეს. შესაძლო იყო ESP -ს გამოთვა, მაგრამ თვლების დიაგონალური გამოკიდების პირობებში, ელექტრონული დამხმარის გარეშე საქმე უფრო გართულდებოდა. ტალახში და ისეთ მონაკვეთებზე სადაც ადვილია ჩაფლობა მსუბუქი Subaru უფრო თავდაჯერებულად გრძნობდა თავს. X-Trail-მა სხვა დისციპლინაში გამოიჩინა თავი: გრუნტის გზაზე მან უფრო რბილად იარა ვიდრე Forester-მა.
Nissan X-Trail 2.5 და Subaru Forester 2.5 .
X-Trail -ს კაბინაში ჯდომისას ხედავ დიდ კაპოტს, რომელიც თითქოს ხაზს უსვავს კროსოვერის უგზოობასთან ჰარმონიულ კავშირს, თუმცა ვიწრო ფხვიერფერდობიან ხევში მოხვედრისას ეს ილუზია ქრება. სამაგიეროდ ქალაქური გარეგნობის მსუბუქი Forester-ი ამ ხაფანგს თავს ადვილად აღწევს. თუმცა X-Trail -ს სასახელოდ დავასახელებთ დაღმართიდან დაშვებისას დამხმარე ელექტრონულ სისტემას, რომელიც Forester -ში არ არის.
ბარგი VS მგზავრები
ასფალტის გზაზე თუ უგზოობაში ქცევისას გამოვლენილი დაახლოვებით თანაბარი შესაძლებლობების გათვალისწინებით, არჩევნის გაკეთება სხვა პარამეტრებიდან გამომდინარე მოგვიწევს. მაგალითად, Forester -ს მეტი სივრცე აქვს უკანა სავარძელზე მჯდომი მგზავრის ფეხებისთვის, X-Trail -ი კი, საბარგულის ტევადობით ჯობნის მეტოქეს. ასე რომ, ეს პაექრობა გამარტივდა და დავიდა მარტივ კითხვამდე: რომელი უფრო მნიშვნელოვანია, მგზავრები თუ ბარგი?
|