ცხოვრება სავსეა სიტუაციებით, როცა სხვადასხვა შემთხვევა გასაკვირ გავლენას ახდენს ადამიანების, ზოგჯერ კი მთელი ქვეყნების ბედზე.
ახალგაზრდა იაპონელი ინჟინერი ჩიკუჰეი ნაკაჯიმა, რომელმაც 1917 წელს საკუთარი კვლევითი საავიაციო ლაბორატორია ჩამოაყალიბა, ვერც კი წარმოიდგენდა, რომ ისტორიაში შევიდოდა როგორც შესანიშნავი კომპანიის შემქმნელი. კომპანიისა, რომელიც SUBARU–ს მარკის ავტომობილებს აგებს.
ლაბორატორია გაიზარდა და 1932 წელს მის საფუძველზე წარმოიქმნა კომპანია Nakajima Aircraft Company, რომელიც აგებდა ხომალდებს სამოქალაქო და სამხედრო ავიაციისათვის. მის მფლობელს სურდა ემუშავა თვითმფრინავების აგებაზე და დიდი წარმატებებიც ჰქონდა ამ მიმართულებით, ვიდრე მეორე მსოფლიო ომი გაჩაღდებოდა.
ომმა კარდინალურად შეცვალა მისი ცხოვრება და ბიზნესი.
იაპონიის დამარცხების შემდეგ ავიამშენებლობა, ისევე როგორც მრეწველობის მრავალი სხვა დარგი, ღრმა დეპრესიაში აღმოჩნდა. ქვეყანას უფლება ჰქონდა ჩამორთმეული ჰქონოდა საკუთარი საჰაერო ფლოტი, ამიტომ საჭირო შეიქნა
...
კითხვის გაგრძელება »